შემთხვევა სოფელ ჯუგაანში

სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვის დაცემის შედეგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში კიკილაშვილების საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, თუმცა დაშავებულები არ არიან.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის სპეციალისტების განმარტებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის მწარმოებელ კომპანიასთან.

ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კომპანიისგან ითხოვენ განმარტებას, რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ, მიზეზების დადგენამდე კი მიყენებულ ზარალს თავად აანაზღაურებენ.

კიკილაშვილების ოჯახს დახმარება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმაც შესთავაზა. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა პოლიციამ.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.