შემთხვევა შატილში

შატილში სკოლის დამხმარე ცალკე მდგომი შენობა დაიწვა. შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სკოლის შენობა არ დაზიანებულა.