შემთხვევა საპატრიარქოსთან

18:03, 20.05.2026

მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა, დაკავებულია. დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

საქართველოს საპატრიარქოს ეზოს ჭიშკარს დღეს ავტომანქანა დაეჯახა და შლაგბაუმი მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომობილის მძღოლი საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.

მსგავსი