შემთხვევა საბერძნეთში

საბერძნეთში ქართველი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ გაგუდულია. მისი ცხედარი ბინაში დეიდამ აღმოაჩინა. ნათესავები მას გასული კვირის შემდეგ ეძებდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო საქმის კურსშია, კომუნიკაციაშია ოჯახთან და ადგილობრივ სამართალდამცველებთან.

გამოძიების დასრულების შემდეგ ქალს საქართველოში გადმოასვენებენ. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს.