შემთხვევა ოზურგეთში

გურიაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ, 83 წლის ქალი გარდაიცვალა. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტმა მათ ვირუსის სიმპტომებით 2 იანვარს მიმართა.

მედიკოსების თქმით, პაციენტს ფონური დაავადებები ჰქონდა, მათ შორის, გულის ქრონიკული უკმარისობა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში შეყვანის დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მკურნალობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.