შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში

ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე კვლავ ცხინვალის საავადმყოფოში რჩება.

ოჯახის ინფორმაციით, თამარ გიგაურს ამ დრომდე არ ჩატარებია არანაირი გამოკვლევა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახი მეორე დღეა თამარ გიგაურის თბილისში გადმოყვანას უშედეგოდ ითხოვს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა საქართველოს მოქალაქის თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა მოხერხდეს.

მიიღო თუ არა სახელმწიფო სტრუქტურებმა ინფორმაცია გიგაურის გადმოყვანასთან დაკავშირებით, ლიკა ალელიშვილი დეტალებით.