შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში

ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქისთვის ოპერაცია ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, – ინფორმაციას ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ავრცელებს.

თამარ გიგაური ჭაში შვიდი მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მრავლობითი მოტეხილობებით ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც არ არის შესაბამისი აპარატურა და არც კვალიფიციური სპეციალისტები ჰყავთ.

სახელმწიფო დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად, ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. საკითხზე ინფორმირებულები არიან წითელი ჯვარი და ჟენევის თანათავმჯდომარეები. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.