თბილისში, ძველი იპოდრომის მიმდებარედ მშენებარე ობიექტზე შემთხვევა მოხდა. სართულებს შორის გაკეთებული კონსტრუქციის ნაწილი, რომელზეც სართულის გადახურვისთვის ბეტონი უნდა დაესხათ, ჩამოიშალა. სავარაუდოდ, სიმძიმეს ხიმინჯებმა ვერ გაუძლო. ობიექტზე დასაქმებულების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნული ტერიტორია თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ინვესტორისგან გამოისყიდა, შემდეგ კი აუქციონის წესით გაასხვისა იმ პირობით, რომ იქ სპორტული კომპლექსი აშენდებოდა. ეს გადაწყვეტილება მერიამ 2020 წელს გამოაცხადა.