შემთხვევა მარნეულში

მარნეულში დედამ საკუთარი შვილი ცივი იარაღით დაჭრა.

ახალგაზრდა ქალს ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 30 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

რაც შეეხება დედას, ის პოლიციამ უკვე დააკავა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

რა გახდა დედა-შვილის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.