შემთხვევა ხაშურში

ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა გუშინ საღამოს სილამაზის ერთ-ერთ სალონში მოხდა.

ახალგაზრდა ქალს მეუღლე თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა თვითმხილველების თვალწინ მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ქალი ამავე სალონი მუშაობდა.  ექიმის განცხადებით, პაციენტს დაზიანებები მუცლის და გულმკერდის არეში აქვს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მომხდარის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. საქმე ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, მიმდინარეობს, რაც 13-დან 17-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავე უკვე აიყვანეს. ამოღებულია დანაც.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს.