შემთხვევა ხაშურში

ტრაგედიით დასრულდა ქალზე ძალადობის შემთხვევა ხაშურში.

30 წლის ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა დაზიანებები თავის არეში მიაყენა, ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. კლინიკის ექიმის განცხადებით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. საავადმყოფოში უარყოფენ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ქალს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიყენებული არ ჰქონდა. მოძალადე პირი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ხელყუმბარა.

ნინო ფისაძე დეტალებით.