საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

ოფიცილაური თბილისი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებული იყოს გალში მომხდარი ფაქტის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკვე ინფორმირებულები არიან ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსი. გარდა ამისა, ზალკალიანის თქმით, დავალება აქვთ მიღებული საქართველოს ელჩებს, რომ პარტნიორ ქვეყნებს სრული ინფორმაცია მიაწოდონ მომხდარის შესახებ.