შემთხვევა ფოთში

ფოთში, სამოქალაქო აქტივისტსა და კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრ, „ლიმენას“ დამფუძნებელს, ელისო ჯანაშიას პოლიცია დღეს თითქმის ორი საათის განმავლობაში კითხავდა. იგეგმება ექსპერტიზის ჩატარებაც. ელისო ჯანაშიას განცხადებით, მას წუხელ უცნობი პირები მიუვარდნენ და ერთ- ერთი მათგანი თავს დაესხა. მომხდარს იგი მის სამოქალაქო პოზიციას, საპროტესტო აქციების ორგანიზებასა და ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.