შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ახალგაზრდა კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ იმყოფება. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანილია 25 და 26 წლის ორი მამაკაცი და 20 წლის გოგონა. მედიკოსის განმარტებით, მამაკაცებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ისინი კლინიკას მალე დატოვებენ. რაც შეეხება გოგონას, მას ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი და საჭიროებს ოპერაციას.

ექიმის თქმით, ახალგაზრდები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან და მომხდარის შესახებ დეტალებს ვერ იხსენებენ. ბორჯომი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე, მწვანე მონასტერთან, ორი ავტომობილი ერთმანეთს გუშინ შეეჯახა. მანქანა, რომელშიც მეთორმეტეკლასელები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე დაღუპული, ხოლო სამი დაშავებული დახვდა.