შემთხვევა ბათუმში

ბათუმში ორსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.

დაღუპული სახლის სახურავის შეკეთებაზე მუშაობდა. შემთხვევა ასათიანისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.