შემთხვევა ბათუმში

ბათუმში 29 წლის გოგონას გარდაცვალებაში რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით კლინიკა „მედცენტრში“ გუშინ გარდაიცვალა, თუმცა ერთი დღით ადრე ის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც ექიმებმა სახლში მალევე გაწერეს. გარდაცვლილის დედის, ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, ამის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გამწვავდა.

კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ მოქალაქე მათთან უკვე მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.