შემთხვევა ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

ბათუმის პირველი საჯარო სკოლიდან ათი მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეშვიდე კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც მოსწავლეები შეუძლოდ გახდნენ. დირექტორის ინფორმაციით, ამ წუთებში ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და მედიკოსები მათ ბინაზე მალე გაწერენ. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.
შემთხვევის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.