შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში

არასრულწლოვანთა შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოხდა. სკოლის დირექციამ მომხდარზე ინფორმაცია დღეს ქალაქის რესურსცენტრს მიაწოდა.

სკოლაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, დირექტორი პირად საუბრებში ამბობს, რომ ვიდეო, რომელზეც მეათეკლასელი გოგონასა და ბიჭის ურთიერთობაა ასახული, დახურულ ჯგუფში თავად გოგონამ გაავრცელა.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ფაქტის შესახებ სოციალურ სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თავად აცნობეს. მისი თქმით, ამ დროისთვის მშობლებმა გოგონასა და ვაჟის სხვა სკოლებში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

დატოვე კომენტარი