შემთხვევა ბაღდათში

ბაღდათში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტები ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენას ცდილობენ, რომელსაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ამ ეტაპზე გაურკვეველია რატომ იმყოფებოდა გორგოძეების ოჯახი მიტოვებულ სახლში. ბაღდათის მერის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი ფართით 2012 წელს დააკმაყოფილეს და ოჯახი იქ წლების განმავლობაში ცხოვრობდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირისთვის უცნობია, თუ რატომ მიიღო დედამ მიტოვებულ სახლში შვილების გადაყვანის გადაწყვეტილება.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი იღებდა სოციალურ შემწეობას და სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით.