შემთხვევა ბაღდათში

18:34, 10.07.2025

ბაღდათში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიანი კორპუსის წინ, საყრდენი კედლის მონტაჟის დროს, ძველი საყრდენი კედელი ჩამოიშალა.

კორპუსში მცხოვრები 19 ოჯახი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების გამო, ალტერნატიულ ფართში გადაიყვანა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, შენობის მდგრადობასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსი მდგრადია.

მსგავსი