შემთხვევა ავჭალაში

თბილისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ავჭალაში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუა ხნის მამაკაცია მოკლული. ხუთამდე გასროლის ხმა ადგილობრივებმა შუადღის ორი საათისთვის გაიგეს. დაღუპული მამაკაცი კი ტროტუართან გაჩერებულ ავტომობილში აღმოაჩინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მოკლულსაც ჰქონდა.

თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს.