შემთხვევა ამაშუკელის ქუჩაზე

შემთხვევა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე.

ობიექტზე მყოფ ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სპეციალისტი ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების მიზეზებს სწავლობდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.