შემთხვევა ახალქალაქში

ახალქალაქში, სოფელ ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და ლოცვის წიგნები დახიეს, სხვა ნივთები კი დაამტვრიეს. აქ სალოცავად საუკუნეებია სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი დადის.

ადგილობრივებს სალოცავის კარი 3 აპრილს დილით ღია დახვდათ, ხატები და ლოცვის წიგნები კი დაზიანებული და ძირს დაყრილი.

სალოცავი მე–13 საუკუნეშია აგებული. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს აქვს მინიჭებული.

საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება-განადგურებას.