შემთხვევა ახალციხეში - ამირან გამყრელიძის განცხადება

ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა. შემთხვევა დღეს კლინიკა „იმედში“ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 წლამდე მედიკოსის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი ცუდად ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში გახდა. საკითხზე რამდენიმე წუთის წინ პირველი განმარტება დაავადება კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.