შემთხვევა აღმოსავლეთ თურქეთში

მასშტაბური სამაშველო ოპერაცია თურქეთში. ვანის პროვინციაში ზვავის ჩამოწოლას მსხვერპლი მოყვა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 31 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი კი 50-ს აღემატება. ზვავი ვანი-ბაჰჩასარაის გზატკეცილზე  ჩამოვიდა. თოვლმა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა მოიყოლა. მოკლე დროში სამაშველო ოპერაციაში 400 -მდე ადამიანი ჩაერთო, თუმცა ზვავი მეორედაც ჩამოწვა და სამაშველო ჯგუფებიც მოიყოლა. თოვლიდან 30-მდე ადამიანი ამოიყვანეს. ვანის პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის  8 პოლიციელი,  უსაფრთხოების დაცვის 3 წარმომადგენელი, 3 მაშველი და 9 სამოქალაქო პირია.