შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები

ამ წუთებში ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრებისა და „რითეილ“-სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ცნობილია, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს უნდა გააცნონ რამდენად არიან მზად, რომ 24 დეკემბრიდან განაახლონ ვაჭრობა.