შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოება

18:41, 01.10.2025

შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, უწყებათაშორისი დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვეს. მათ გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელები და სპეციალური წოდებები ვადამდე ადრე მიანიჭეს.

ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, 50 მილიონზე მეტი ღირებულების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთეს. დანაყოფის წევრები, ერთდროულად ახორციელებენ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გზით გადაადგილებული ტვირთების კოორდინირებულ კონტროლს.

მსგავსი