შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან
ტურიზმი დადებით ტენდენციას ინარჩუნებს.
სექტორში წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი ფიქსირდება. რას უკავშირდება გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სტატისტიკა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დადებით ტენდენციებს მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს უკავშირებს. პოზიტიურია შეფასებები კერძო სექტორში. ტურისტული კომპანიები იმ დადებით გავლენაზე საუბრობენ, რაც მზარდ ტურისტულ ნაკადებს თან ახლავს. მათ შორისაა ბიზნესის განვითარების სტიმულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.