შემოქმედის არქიტექტურულ კომპლექსის რეაბილიტაცია 

18:41, 13.11.2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ეროვნული მნიშვნელობის ძეგლს – შემოქმედის არქიტექტურულ კომპლექსს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ძეგლის საპროექტო დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს ტაძრის დამაზიანებელი ყველა ფაქტორის აღმოფხვრას, ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციას, გადახურვის შეცვლას და წყალარინების სისტემის მოწყობას. შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის შემადგენლობაში შედის  მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრები, სამრეკლო და გალავანი. მაცხოვრის სამნავიანი ბაზილიკა XII-XIV საუკუნეებით, ზარზმის სახელობის გუმბათიანი ტაძარი კი XVI საუკუნით თარიღდება.

მსგავსი