„შემოქმედებითი საქართველო“ - ჟურნალის პრეზენტაცია

საქართველოს მწერალთა სახლში „შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის პირველი, ორენოვანი ნომერი წარუდგინა და გამოცემის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.