„შემოქმედების მარში თავისუფლებისთვის“ – ამ სახელწოდებით ვაკის პარკთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ შორის მომღერლები, ფოტოგრაფები და ივენთ-მენეჯერები. ისინი მარშით ფილარმონიისკენ წავიდნენ, ბოლოს შეიკრიბებიან რუსთაველზე. ფილარმონიასთან მცირე პერფორმანსის სახით – ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ვარსკვლავის ფორმის სტიკერები გააკრეს. მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.