„შემოდგომის ყვავილები“ - გამოფენა ბოტანიკურ ბაღში

დღეს და ხვალ ბოტანიკური ბაღი შემოდგომის ყვავილების გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემებისა და გეორგინების კოლექცია და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა. დამთვალიერებელს ადგილზე დახვდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებიც, ბავშვებს კი თემატური მასტერკლასები ჩაუტარდებათ.