„შემოდგომის თბილისი“

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ წელს ღია სივრციდან ტელეეთერში ინაცვლებს. მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა საქართველოს პირველ არხზე იქნება ნაჩვენები. ორგანიზატორები პირველი არხის მაყურებელს განსაკუთრებულ პროგრამას ჰპირდებიან. მსოფლიო დონის კომპოზიტორების ნაწარმოებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში, არიებს ცნობილი ოპერებიდან ქართველი მომღერლები შეასრულებენ. „შემოდგომის თბილისი“ 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მოამბე

დატოვე კომენტარი