„შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეათედ ჩატარდება

სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ წელს მეათედ ჩატარდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გასული წლების ყველა გამარჯვებული და ჟიურის წევრი, ახალი ნაშრომის შესაქმენლად კახეთში შეიკრიბა.

ლიტერატურული დაბრუნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილი მოთხრობები საიუბილეო ბროშურაში დაიბეჭდება. გამარჯვებულებისთვის სპეციალური პრიზის და ფულადი პრემიის გადაცემა საიუბილეო დაჯილდოებაზე გაიმართება.