სიღნაღმა შემოდგომის ფესტივალს უმასპინძლა – მოსავლის დაბინავების შემდეგ, ადგილობრივები ამ დღისთვის ყოველ წელს საგანგებოდ ემზადებიან. საკოლექციო ღვინის გამოფენა, კახური ტრადიციული კერძები, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მრავალფეროვანი პროგრამა ყველა ასაკის სტუმრისთვის იყო გათვლილი. საზეიმო ღონისძიებაზე საპატიო სიღნაღელები და სიღნაღის საპატიო მეციხოვნე დააჯილდოეს. ფესტივალი ქალაქის ტურისტული პოტენციალისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.