შემოდგომის დღესასწაული ჩხოროწყუში

ტრადიციული შემოდგომის დღესასწაული ჩხოროწყუში. რაიონის ყველა სოფლის წარმომადგენლები დღეს ადმინისტრაციულ ცენტრში შეიკრიბნენ. მოეწყო ხელნაკეთი ნამუშევრებისა და სოფლის პროდუქტების გამოფენა გაყიდვა. ღია ცის ქვეშ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ანსამბლების კონცერტები გაიმართა.

დასახელდა საპატიო ჩხოროწყუელები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც წარმოშობით სწორედ ამ რაიონიდანაა. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

 

დატოვე კომენტარი