შემეცნებითი ტური ანაკლიაში
ანაკლიაში შემეცნებითი ტურის დახურვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე დევნილმა ახალგაზრდებმა თავიანთი იდეები, სამომავლო ხედვები და პროექტები წარადგინეს. სამდღიანი ბანაკი სხვადასხვა სახის თეორიულ სემინარებსა და პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავდა, რომელიც მიმართული იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. ბანაკი აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.