თბილისის სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასი დაიწყო.
მასტერკლასების მიზანია მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და ფუნდამენტური კვლევებით დაინტერესება. მასტერკლასები განათლების სამინისტროს, ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა და მის ბაზაზე მოქმედი ნაწილაკების – ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ სესიას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
მასტერკლასები საქართველოში ყოველწლიურად იმართება. წელს დაგეგმილია კიდევ 5 მასტერკლასის ჩატარება 5 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.