„შემდეგი სადგური – მცხეთა“

12:25, 30.07.2018

„შემდეგი სადგური – მცხეთა“- ამ სახელწოდებით, ინტერაქტიული გამოფენა მცხეთის რკინიგზის სადგურზე ჩატარდა. ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცეში არტისტებმა ვიდეო და აუდიოინსტალაციები და პროექციები წარმოადგინეს.

„შემდეგი სადგური – მცხეთა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის ხელშეწყობით ჩატარდა.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და უახლოეს მომავალში ამავე სივრცეში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის წარმოდგენის ჩატარება იგეგმება.

მსგავსი