შემცირებული დრო თბილისი-ბათუმის სარკინიგზო რეისზე

12:27, 06.08.2026

საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა. მგზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის სრული გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებითა და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც.

ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. საქართველოს რკინიგზაში სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. ამჟამად ხუთი მატარებლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია ათი ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს შესთავაზებს.

მსგავსი