შემაჯამებელი შეხვედრა მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დღეს კი მხარეები პოზიციებს შეაჯერებენ. საუბარია მეოთხე ტალღის რეფორმაზე, რომლის მთავარი მიმართულებები, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სკოლის რეფორმირებაა.

ცნობილია, რომ მეოთხე ტალღის შედეგად უნდა დაკონკრეტდეს, რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა.

დატოვე კომენტარი