შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატო-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატო-ს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდისა და დაახლოების გზაზე ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ლიდერმა და არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს უფროსმა, სტუმრებს უკვე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

დატოვე კომენტარი