შემაჯამებელი კონფერენცია

საქართველოს დაცული ტერიტორიების იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენა და შემაჯამებელი კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში, საკითხზე მსჯელობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია – მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები პირველად ქვეყნის ისტორიაში, იუსნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე, მიმდინარე წლის თებერვალში წარადგინეს. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ტერიტორიებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის ექსპერტები სტუმრობდნენ, რომლებიც ადგილზე გაეცნენ ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ კოლხურ ტყეებს.

კონფერენციაზე მთავარი აქცენტი მათ მნიშვნელობაზე გაკეთდა.