შემაჯამებელი ბრიფინგი კახეთის საოლქო კომისიაში

2 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი სხდომა თელავის 17-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები გააცნო. გამოვლინდა 26 პროპორციული სიით და 13 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი.

თელავის საკრებულოში წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნება“ 22 დეპუტატით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 13 დეპუტატით, ხოლო გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კი ერთი დეპუტატით. რაც შეეხება თელავის მერობის კანდიდატებს – 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა გადალახა და „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.