შეკვეთილში ახალი დინო პარკი „დინოტოპია“ გაიხსნება – გამოხმაურება
კიდევ ერთი სიახლე Starring Georgia-ს ეკოსისტემაში – მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი – „დინოტოპია“ გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი. „დინოტოპია“ შეკვეთილში, „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით-გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის.
სახელმწიფოს პროექტისთვის მიწის ნაკვეთი „ფონდი ქართუს“ მიერ საჩუქრად გადაეცა. „ფონდი ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, გარკვეულ მედიასაშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია როგორც მიწის ნაკვეთის ფართობის, ასევე კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ.
აღნიშნულ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ოპონენტები მიზანმიმართულად ებრძვიან ყველა კარგ პროექტს და ახალ წამოწყებას.