ბრიუსელის მხრიდან ქართული მედიასაშუალებების მიმართ სანქციებით მუქარას რეალური გადაწყვეტილებები მოჰყვა.
ტელეკომპანია „იმედის“ ვერცერთი თანამშრომელი ერთი წლის განმავლობაში ევროპარლამენტში ვეღარ შევა – აკრედიტაციის შესაძლო შეზღუდვაზე გაფრთხილებას იღებს კიდევ ორი კერძო ტელეკომპანია: „რუსთავი 2“ და „პოს ტივი“. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მსგავსად, რომელმაც ცოტა ხნის წინ „იმედი“ და „პოს ტივი“ დაასანქცირა, ამჯერადაც გადაწყვეტილების მიზეზად დეზინფორმაციის და რუსული პროპაგანდის გავრცელება სახელდება. ჩამოთვლილ ტელევიზიებს ახსნა-განმარტებების გარეშე უარი უთხრეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გაშუქებაზეც, რომელსაც მოლდოვა მასპინძლობს. სამიზნე ხდება საქართველოს პირველი არხიც, რომლის ხელმძღვანელების მიმართ სანქციების დაწესებას ორი ევროპარლამენტარი ითხოვს. მარიუშ კამინსკი და მალგოჟეტა გოშევსკა – საუბარია იმ პოლონელ დეპუტატებზე, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, გახმაურებული თემები და სკანდალური ბრალდებები უკავშირდებათ. არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებები და საგამოძიებო უწყებების დასკვნები. პოლონეთში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დროს წარდგენილი ბრალდების გამო კამინსკი ციხეშიც აღმოჩნდა.
სანქციებით მუქარა და მიუღებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგ ამოქმედებული შეზღუდვები სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟში.