შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევის ბრალდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების, ადმინისტრაციული საქმის განხილვები გრძელდება. სასამართლომ ლადო ჯახუას საქმე განიხილა და ის სამართალდამრღვევად ცნო. ჯახუა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. ასევე დღეს გაიმართა გიორგი ელიაშვილის პროცესი, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებიან. მისი პროცესი, დღეს მტკიცებულებების მოძიების საფუძველზე გადაიდო.