შეკრება ლიეჟში - შეფასებები

ქალაქ ლიეჟში მომხდარი დაპირისპირება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

ოპოზიციაში ექსპრეზიდენტის შეხვედრას მხარდამჭერებთან ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად ემზადებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ბელგიაში პროვოკაციის მოწყობაშიც ადანაშაულებენ.

მმართველი გუნდის წევრები მიხეილ სააკაშვილის აქტივობას არაადეკვატურ პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებენ. საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს ელოდება განსასჯელის სკამი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველმა ხალხმა პასუხი უკვე გასცა არჩევნებზე.