შეხვერა მედიის წარმომადგენლებთან

18:31, 21.09.2026

ცესკო-მ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მედიის წარმომადგენლებთან. ისაუბრეს საარჩევნო პროცესებში მედიის როლისა და მნიშვნელობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, მედიის როლსა და უფლებებზე საარჩევნო პროცესის გაშუქებისას. ყურადღება გამახვილდა სიახლეებზე, მიმდინარე გამოწვევებსა და პრაქტიკული მაგალითებზე. მედის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ცესკო-ს ახალი პლატფორმის დეზინფორმაციის რეესტრის და ახალი საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები 360°“-ის შესახებ. გაიმართა დისკუსია და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხეს.

მსგავსი