შეხვედრები უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. განათლების მინისტრმა მათ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებები გააცნო.
განიხილეს სხვა საკითხებიც. მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სტუდენტების კვოტების გადანაწილება, და სტუდენტთა მობილობა.